NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბიშვილი: როდესაც ხელისუფლება სპეციალურად ეძებს სუბიექტებს, რომლებიც მთლად ადეკვატურად ვერ იქცევიან და ცდილობს მათი ქცევა წარმოაჩინოს აქციის სულისკვეთებად,  ეს არის  ქართულ-ხალხური “პროჭობა” 

ზურაბიშვილი: როდესაც ხელისუფლება სპეციალურად ეძებს სუბიექტებს, რომლებიც მთლად ადეკვატურად ვერ იქცევიან და ცდილობს მათი ქცევა წარმოაჩინოს აქციის სულისკვეთებად,  ეს არის  ქართულ-ხალხური “პროჭობა” 

16 მაი 2018 პოლიტიკა, სოციალური მედია 466 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე  გამართული აქციების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყებს.

„1989 წლის აპრილში, მთელი კვირის მანძილზე მიდიოდა აქციები რუსთაველზე. ნახევარზე მეტი გამომსვლელი რას ლაპარაკობდა და რას იძახდა თვითონაც არ იცოდა წესიერად, ზოგი გაეროს ჯარებს ითხოვდა, ზოგი ნატოს, ზოგი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას და ზოგი საბჭოთა პასპორტების დაწვას, მაგრამ აქციის არსი ხომ ეს არ იყო? აქციის არსი იყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტოტალიტარულ რეჟიმთან დაპირისპირება.

2003 წელს ვარდების რევოლუციის წინა დღეებში, წვიმაში მდგომი მომიტინგეებიც კარგა ბლომად სისულელეს ისმენდნენ ტრიბუნიდან, სადაც ხან ვინ შეხტებოდა, ხან ვინ, მაგრამ აქციის არსი ეს კი არ იყო, არამედ პროტესტი გაყალბებული არჩევნებისა და კორუმპირებული და ჩამპალი სისტემის წინააღმდეგ.

სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციების დროსაც არაერთი სიგიჟე თქმულა ტრიბუნებიდან და მაშინდელი მომიტინგეთა ნაწილიც არ გამოირჩეოდა დიდად დალაგებული ქცევით, მაგრამ ამ აქციების არსი ეს კი არ იყო, არამედ პროტესტი მოძალადე რეჟიმის მიმართ.

ახლაც, ახალგაზრდების აქციაზეც, არაერთი გამომსვლელის სიტყვასა თუ მომიტინგის ქცევაში შეიძლება ვიპოვოთ არცთუ მთლად ადეკვატური და სასიამოვნო მომენტები, მაგრამ აქციის არსი ეს კი არ არის, არამედ პროტესტი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელყოფის გამო ამ რეტროგრადული და რელიქტური ხელისუფლების მხრიდან.

მოკლედ, ნებისმიერი საჯარო აქციის დროს მოძებნი ადამიანს, გინდ გამომსვლელს, გინდ უბრალო დამსწრეს, ვინც მთლად ადეკვატურად ვერ იქცევა და მთლად ჭკვიანურ რაღაცას ვერ ამბობს.

მაგრამ როდესაც ხელისუფლება თავისი დაქირავებული ალისტრახოების მეშვეობით სპეციალურად ეძებს ასეთ სუბიექტებს და ცდილობს მათი ქცევა წარმოაჩინოს აქციის სულისკვეთებად, ეს უკვე სულ სხვა რამეა. ეს არის უკიდურესად მდაბალი და უღირსი საქციელი, რომელზეც შავი პიარიც კი არ ითქმის და ქართულ-ხალხური “პროჭობა” უფრო შეეფერება.

ეს ასე იყო ყველა წინა ხელისუფლების დროს და ახლაც ასეა.

მოკლედ, ნებისმიერი საჯარო აქციის დროს მოძებნი ადამიანს, გინდ გამომსვლელს, გინდ უბრალო დამსწრეს, ვინც მთლად ადეკვატურად ვერ იქცევა და მთლად ჭკვიანურ რაღაცას ვერ ამბობს.

და ვინც ამას იოლად უყურებს და არ მიაჩნია სერიოზულ პრობლემად, იმათზეც დაახლოებით იგივე აზრის ვარ“,-წერს ზურაბიშვილი.

1989 წლის აპრილში, მთელი კვირის მანძილზე მიდიოდა აქციები რუსთაველზე. ნახევარზე მეტი გამომსვლელი რას ლაპარაკობდა და რას…

Posted by David Zurabishvili on ოთხშაბათი, 16 მაისი, 2018

 

კომენტარები

არაადეკვატური აქციები დავით ზურაბიშვილი სულისკვეთება ხელისუფლება 2018-05-16
Tags არაადეკვატური აქციები დავით ზურაბიშვილი სულისკვეთება ხელისუფლება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჯიპას რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამით მთავრდება“

შემდეგი სტატია

გვატემალას საელჩო იერუსალიმში გაიხსნა

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობას განაგრძობს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობას განაგრძობს

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
ფოთისა და ანაკლიის პორტის პროექტები, ლარის გაუფასურება, „თიბისი ბანკის“ საქმე – პრემიერს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა

ფოთისა და ანაკლიის პორტის პროექტები, ლარის გაუფასურება, „თიბისი ბანკის“ საქმე – პრემიერს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2019
“პოლიტიკური პოზიციებით შეჭრა ეკლესიურ საქმეებში, არამგონია კორექტული იყოს,” – ვოლსკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს

“პოლიტიკური პოზიციებით შეჭრა ეკლესიურ საქმეებში, არამგონია კორექტული იყოს,” – ვოლსკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს

30 იან 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკი 4B-ს მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს

    საქართველოს ბანკი 4B-ს მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს

  • სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში

    სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge