NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარს გამოუყოფს

მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარს გამოუყოფს

16 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 633 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური რესურსი დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ასევე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქვეყნის ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება. ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მათ შორის, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა და არსებული საჭიროებების შესწავლა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა მომზადდება.

სწორედ სამოქმედო გეგმაში ასახული პრიორიტეტების შესაბამისად დაიგეგმება 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯების გარდა, სოციალურ ასპექტებსაც გაითვალისწინებს, რათა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი სამი წლის განმავლობაში, სპორტულ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს.

კომენტარები

2018-05-16
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო

შემდეგი სტატია

„„ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ“

მსგავსი სტატიები

ელექტრომომარაგება 12 ივნისს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 12 ივნისს დროებით შეიზღუდება

11 ივლ 2018
Galaxy S9|S9+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო !!!

Galaxy S9|S9+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო !!!

სოსო ელისაშვილი 01 მარ 2018
29 სექტემბრის მატჩისთვის მოსამზადებლად ვეტერანმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს

29 სექტემბრის მატჩისთვის მოსამზადებლად ვეტერანმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

  • პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

    პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

  • D ვიტამინით მდიდარი საკვები

    D ვიტამინით მდიდარი საკვები

  • 5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

    5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge