NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერი: ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები

პრემიერი: ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები

16 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 148 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ამიტომ, ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრისას  განაცხადა. პრემიერის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ფაქტია ისიც, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არავინ უნდა აურიოს ნარკოტიკის პოპულარიზაციაში.

“ეს ყოვლად მიუღებელია, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ.

მე იმედი მაქვს, რომ რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი. დიდი იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით. გუნდში მიდის ამ საკითხის ძალიან აქტიური განხილვა და, რა თქმა უნდა, ის რაც დღეს დავაანონსეთ – აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების ხელშეწყობა – არ არის მხოლოდ განცხადება, თემის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი კონკრეტული დაფინანსებით, თუ ძალიან მოკლე პერიოდში როგორ უნდა განვახორციელოთ ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის, კონკრეტულად – სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. ჩვენ მასობრივი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი.

მე უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება მისაღები და ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომანებთან მიმართებაში შეარბილებს და ამავე დროს, შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი კანონი ნარკოპოლიტიკა 2018-05-16
Tags გიორგი კვირიკაშვილი კანონი ნარკოპოლიტიკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამარ ჩუგოშვილი: „ევროკავშირმა საქართველო 15 ქვეყანასთან ერთად შეარჩია, რომელიც წარმატებული მაგალითია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით”

შემდეგი სტატია

გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა

მსგავსი სტატიები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს“

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018
შსს: ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები

შსს: ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები

01 ივნ 2018
არ მინდა, შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით

არ მინდა, შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით

ირაკლი 18 სექ 2019

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
6°
overcast clouds
humidity: 62%
wind: 2m/s WSW
H 6 • L 6
11°
Mon
8°
Tue
9°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge