NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო

გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო

16 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 692 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯო ბაიდენის წერილი გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ჯო ბაიდენი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წერილიც სწორედ მისი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო.  მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასევე აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზარდ მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

,,შევაფასეთ, რომ ახლა, საქართველოსადმი მხარდაჭერა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ძლიერია, რაც ჩვენდა სასიხარულოდ ერთგვარი გაგრძელებაა წინა ადმინისტრაციის პოზიციის. მაგრამ, ყველა გლობალურ საკითხთან ერთად – ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ – მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ყურადღება მსოფლიოს ამ ნაწილზე, რადგან ამდენ კონკურენტულ კრიზისში ხანდახან ხდება ყურადღების გადატანა. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამერიკის საზოგადოებაში, კონგრესში, მოქმედ ადმინისტრაციაში იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობასა და ევროპის უსაფრთხოებისათვის“ – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მაიკლ კარპენტერმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს, საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა თავისი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება იყოს გააქტიურებული აშშ-ს აკადემიურ წრეებში მხარდაჭერა იმისათვის, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი მიიღოს.

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი წერილი ჯო ბაიდენი 2018-05-16
Tags გიორგი მარგველაშვილი წერილი ჯო ბაიდენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა

შემდეგი სტატია

მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარს გამოუყოფს

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
„რუსთავი2“: იუსტიციის სახლთან ზვიად კუპრავა დააკავეს

„რუსთავი2“: იუსტიციის სახლთან ზვიად კუპრავა დააკავეს

15 ნოე 2017

გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატად ზვიად ბაღდავაძე წარადგინა

24 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge