NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ჩვენი მთავრობისთვის“

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ჩვენი მთავრობისთვის“

15 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1047 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ჩვენი მთავრობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,  უმოკლეს ვადაში შეიქმნება კონკრეტული გეგმა. პრემიერის განცხადებით, დღეს არსებული უამრავი კვლევის საფუძველზე, საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენების რაოდენობა გაიზარდა, სპორტული აქტივობა საშუალო მაჩვენებლის ნახევარსაც არ უდრის.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები, თბილისის მერი და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა გახდეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეიდანვე უკვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შეფასება, შევაფასებთ უმოკლეს პერიოდში თუ რა საჭიროება არსებობს ევროპული თანამედროვე სტანდარტის მიხედვით და რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გაშლა და ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულად. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის, ამიტომ სპეციალური პოლიტიკა იქნება შემუშავებული, ამ ინფრასტრუქტურის მართვის, სუბსიდირების და ეს იქნება როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე სოციალური კუთხით მიმართული პოლიტიკა.

ეს არ იქნება დროში გაწელილი სტრატეგია. უმოკლეს ვადაში მოხდება შეფასება და დაიდება გეგმა თუ რა გვჭირდება და უკვე სექტემბრიდან დაწყებული, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტირებაზე გადავალთ, შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებით, პრიორიტეტიდან გამომდინარე უკვე აბსოლუტურად თვისობრივად სხვა დონეზე აისახება ეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

შედეგად რას მივიღებთ, დღეს არსებული უამრავი კვლევის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სპორტსმენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯერ კიდევ სპორტული აქტივობების მიხედვით საქართველოში ნახევარიც არ არის იმისი, რაც არის საშუალო ევროპული მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი დღეიდან სამი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და მივაახლოვოთ ევროპულ მაჩვენებელს. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში დაიდება. უახლოეს დღეებში შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი. ჩვენი მიზანია, რომ მართვის ერთიანი მოდელი და კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ თუ როგორ უნდა იმართოს ინფრასტრუქტურა. დღეს ძალიან გაბნეულია ეს ყველაფერი. 80% ჩვენი ინფრასტრუქტურის სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ი არის კერძო. მნიშვნელოვანი იქნება ცნობილი ადამიანების ჩართვა, კამპანია, აქტივობები, ბიზნესის და საქმიანი წრეების ჩართულობა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებაში“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი სპორტული აქტივობები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი 2018-05-15
Tags გიორგი კვირიკაშვილი სპორტული აქტივობები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი სტატია

აპრილში, წინა წელთან შედარებით, შემოსული ფულად ნაკადები 17,1%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

ვენეციის კომისიის პლენარული სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დამტკიცდება

06 ოქტ 2017
“პანდემიის მიუხედავად ცესკომ შეძლო სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება”

“პანდემიის მიუხედავად ცესკომ შეძლო სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება”

ნინო ჩხეიძე 03 ნოე 2020

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მომდევნო სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

10 სექ 2018

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge