ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და დავით ბაშარულის საკითხი იქნება, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში 2014 წელს, საეჭვო ვითარებაში დაღუპული იპოვეს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება არჩილ ტატუნაშვილის საქმე, ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, რომ უნდა მოხდეს ამ საქმის სიღრმისეულ, გამჭვირვალე გამოძიება. გამოვლენილ იქნენ დამნაშავეები და ამ მიმართულებით დღევანდელ შეხვედრაზე გვექნება აქტიური დისკუსია.
გარდა ამისა ვისაუბრებთ ბაშარულის საქმის დეტალებთან დაკავშრებით. იქიდან გამომდინარე, რომ თავის დროზე არ მოხდა დავით ბაშარულის საქმის სიღრმისეული, გაუმჭვირვალე გამოძიება და ის კითხვის ნიშნები რომელიც ამ საქმეში ყოველთვის არსებობდა, ჩვენ მივიღეთ ოკუპირებულ ახალგორში, ჩვენ მივიღეთ ტატუნაშვილის კიდევ უფრო რთული და კომპლექსური საქმე“,-განაცხადა ქემოკლიძემ.
კომენტარები