NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

14 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 891 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შსს-ში შეხვედრა მიმდინარეობს.

1tv.ge-ის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „თეთრი ხმაურის მოძარობის“ წევრები დავით სუბელიანი, ბექა წიქარიშვილი, სოფიო ვერძეული, „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია, ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი გურამ იმნაძე.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, მსჯელობა მხარეებს შორის მიღწეულ გუშინდელ შეთახმებაზე არ იქნება, რომელიც ეხება როგორც ნარკოტიკების რეფორმას, ასევე 12 მაისს, ღამის კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, კერძოდ, იყო თუ არა ძალის გადამეტების შემთხვევები.

წიქარიშვილის განცხადებით, მსჯელობა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით იქნება, თუ ვინ იქნება ჩართული მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ეს ნდობის ასამაღლებლად არის საჭირო.

„კონკრეტული ადამიანები, ვინ იქნებიან ჩართულნი ამ ფორმატში, ჯერ შეთახმებული არ არის. ამიტომ ეს არის პრინციპული ამბავი, რომ ჩვენ გვქონდეს საზოგადოებასთან საუბრის ლეგიტიმაცია. ნდობის ამაღლების გამო არის ეს შემადგენლობა საჭირო, ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ გვერიდება დალაპარაკება ბევრ ჯგუფთან. აქციაზე არ იმყოფებოდა მხოლოდ „თეთრი ხმაური“ და ძალიან მრავლობითი წარმომადგენლობა, შესაბამისად, ეს უნდა შეთანმდეს ყველასთან ერთად“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

გუშინ, გვიან ღამით მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ პარასკევის ღამის მოვლენებს დღეს გიორგი გახარიასთან ერთად განიხილავენ.

კომენტარები

ბექა წიქარიშვილი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობა სახალხო დამცველი შსს 2018-05-14
Tags ბექა წიქარიშვილი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობა სახალხო დამცველი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების ღამის კლუბებში გასაღების ფაქტზე დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს

შემდეგი სტატია

საქართველოს პარლამენტს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია სტუმრობს

მსგავსი სტატიები

„არც 90-იანმა წლებმა ასწავლა ჭკუა, არც გუშინდელი ჩაფლავებული აქცია აღმოჩნდა მათთვის გაკვეთილი“

11 ივნ 2018
ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია

ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივნ 2019
სოფელ შამგონადან რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს

სოფელ შამგონადან რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს

News 01 მარ 2019

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge