NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

14 მაი 2018 ახალი ამბები 306 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი.მ.-მ 2018 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის ჯ.ა.-ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რა დროსაც თავის არეში ხელისა და მობილური ტელეფონის მრავალჯერადი დარტყმით მას ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დანარჩენი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი.

კომენტარები

დარბება თავისუფლება საშინელება 2018-05-14
Tags დარბება თავისუფლება საშინელება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Newsweek: ტრამპსა და პუტინს მაღალი კლასის ლიმუზინების სიყვარული აერთიანებს

შემდეგი სტატია

გახარია: „ბოლო ორი კვირის განმავლობაში „112“-ში გამოძახება და ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში გადაყვანის რაოდენობა იყო 48“

მსგავსი სტატიები

„ტაში დაუკარი შენნაირებს“

„ტაში დაუკარი შენნაირებს“

27 ნოე 2017
ჟურნალისტებს – კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის

ჟურნალისტებს – კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის

08 იან 2019
რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობების რეგულირება – მმართველი გუნდი კანონის გამკაცრებას ითხოვს

რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობების რეგულირება – მმართველი გუნდი კანონის გამკაცრებას ითხოვს

19 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge