ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საერთო აზრი კვლავ არ არის ჩამოყალიბებული. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გადარწმუნების და შეფასების კომისია უნდა შეიქმნას.
„თუ არის მხოლოდ მოხმარება ან პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის ფლობა, ამ შემთხვევაში, ჩამოერთვას ეს ნარკოტიკი, შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები იქნას მიყენებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არის განმეორებითი და გადაიგზავნოს გადარწმუნებისა და შეფასების კომისიაში, სადაც არის ექიმი, იურისტი, შესაძლოა ეკლესიის წარმომადგენელს ვთხოვოთ და სოციალური მუშაკი და მათ იმუშაონ ადამიანთან. თუ არის ის წამალდამოკიდებული, მაშინ მას ვუმკურნალოთ, თუ ადამიანი დგას წამალდამოკიდებულების გზაზე, დასაწყისშია, ცნობიმოყვარეობის მიზნით გასინჯა, მოვატრიალოთ ამ გზიდან“,-განაცხადა ზოიძემ.
კომენტარები