NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული მარშის“ ლიდერებს მიმართა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული მარშის“ ლიდერებს მიმართა

14 მაი 2018 საზოგადოება 347 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული მარშის“ ლიდერებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა: ხვალ დილით რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება ვერავინ.

„ქართული მარშის“ ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციის შემდეგ პარლამენტის წინ ისინი დადგებოდნენ.

მინისტრის თქმით, პარლამენტის წინ მოედნის დაცარიელებას დაახლოებით 4 საათი დასჭირდება.

“დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, მშვიდად უნდა დავიშალოთ და ხვალ აქ არავინ იდგება ამ ქუჩაზე.

ხვალ იქნება ჩვეულებრივი ორშაბათი, როდესაც ხალხი წავა სამსახურში და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. ყველა სხვა საკითხებს ვსხდებით და ორშაბათს, სამშაბათს ვწყვეტთ. ჩვენ ყველამ, როგორც ცალკე აღებულმა მოქალაქემ, პატივი უნდა ვცეთ ყველა სხვა მოქალაქის უსაფრთხოებას. პოლიციას უნდა მივცეთ საშუალება, შეასრულოს თავისი ფუნქცია. ისინი დაიშლებიან, იქ მოედანი ცარიელია. იმ ხალხს ჩვენ გავიყვანთ. თქვენ იმის გარანტიას ვერ მომცემთ, რომ არ შეეხებით. აქ იყავით, პრობლემა არაა. მე არ მოვსულვარ აქ პირობებისთვის, მოვედი იმიტომ, რომ რახან იმ ხალხს დაველაპარაკე, თქვენც დაგელაპარაკოთ. აქ პრობლემა არ არის, იყავით, ამის იქით არ უნდა წახვიდეთ. მათ გასაყვანად დამჭირდება ოთხი საათი, ავტობუსებით უნდა გავიყვანო. ხვალ დილით რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება ვერავინ, ვერც ისინი და ვერც სხვა”, – განაცხადა გახარიამ.

„ქართული მარშის“ ლიდერების თქმით, ხალხი არის გაბრაზებული და ისინი მათ ვერ გააჩერებენ.

“ჩვენ ველოდებით იმ ხალხის გაყვანას და შემდეგ იმ მოედანზე დავდგებით. ჩვენ სანქცირებული გვაქვს აქცია”,- განუცხადეს შს მინისტრს „ქართული მარშის“ ლიდერებმა.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი ამ დრომდე პარლამენტის ტერიტორიაზე რჩება. ის პარლამენტის უკან იმყოფება და პირადად ადევნებს თვალს ყვითელი ავტობუსების მეშვეობით მომიტინგეების ტერიტორიიდან გაყვანას. მინისტრი ავტობუსებში მათ უსაფრთხოდ ჩასხდომას და გასვლას პირადად აკონტროლებს. ავტობუსებს კი პოლიციელები აცილებენ.

კომენტარები

TOP გიორგი გახარია საპროტესტო აქცია 2018-05-14
Tags TOP გიორგი გახარია საპროტესტო აქცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია: მოდით, მაშინ დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში

შემდეგი სტატია

კინორეჟისორი ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამია საპატრიარქოს პასუხობს: არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია

25 მაი 2018
გუდაური-კობის მონაკვეთზე, ამინდის პირობების გაუმჯობესების გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მოხსნილია

გუდაური-კობის მონაკვეთზე, ამინდის პირობების გაუმჯობესების გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მოხსნილია

10 იან 2018
გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

ნინო ჩხეიძე 18 იან 2021

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge