NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ტიციანის, ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

ტიციანის, ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

14 მაი 2018 კულტურა 153 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბოტიჩელისა და მიქელანჯელოს შემდეგ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ამჯერად ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა იტალიელი დიდი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გამოფენები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც  საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ვენეციის აკადემიის გალერეის წარმომადგენელი ორნელა სალვადორი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვნენ.

  • „ტიციანი – ფერთა ოსტატი: მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) – ნამუშევარი “ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.
  • „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018) – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის ოსტატები ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.
  • “Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018) – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.
  • „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09.2018 – 29.10.2018) – გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” რომაული ბაროკოს მუზეუმიდან.

კომენტარები

იტალია კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიხეილ გიორგაძე მხატვარი 2018-05-14
Tags იტალია კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიხეილ გიორგაძე მხატვარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი: გუშინდელი დღე ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო

შემდეგი სტატია

მელანია ტრამპი საავადმყოფოში მოათავსეს

მსგავსი სტატიები

კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო” გაიმართა

08 ოქტ 2017

კაძუო იშიგურო ნობელის პრემიის ლაურეატია

05 ოქტ 2017

სიონის ქუჩაზე „ხილის ფესტივალი“ გაიმართა

08 ოქტ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

  • თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

    თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

  • უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

    უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

  • პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

    პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

  • იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

    იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
-2°
clear sky
humidity: 79%
wind: 0m/s NW
8°
Sun
11°
Mon
9°
Tue
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge