13 მაისს ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბაადურ წულაძე პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“.
1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970წ.).
დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი“, ანაპა (2005) — ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“.
ბაადურ წულაძე 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.
წულაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
ვალსი მთაწმინდაზე (1975)
გლადიატორი (1972)
ფეოლა (1970)
სამი სიმღერა (1962) და სხვ.
კომენტარები