NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»გია ხუხაშვილი: საზოგადოება გამოდის წინა ხაზზე, როცა პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია

გია ხუხაშვილი: საზოგადოება გამოდის წინა ხაზზე, როცა პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია

14 მაი 2018 საზოგადოება 339 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცენდენტი შექმნა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავდა რამდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი.

“რაც შეეხება გახარიას მოქმედებას, მან ამ ხელისუფლების პირობებში კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცენდენტი შექმნა.

ასეთი პრეცენდენტი აქამდე არ ყოფილა და ეს არის ამ ხელისუფლების მთავარი სისუსტე. ჩვენ ვუყურებდით რამდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ თბილისის მერი და პრემიერ-მინისტრი. რას ბოდიალობდნენ თავადაც არ იცოდნენ. ეს იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლებაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებზეც შეიძლება რაღაც ნორმალური სახელმწიფოებრივი სისტემის აგება.

რაც შეეხება აქციას, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების მხრიდან ეს ყველაფერი გულწრფელი იყო, თავად გზავნილი იყო აბსოლუტურად გაუგებარი და საკმაოდ ანტაგონისტური, რადგან ერთ აქციაზე გამოდიოდე ძალადობის წინააღმდეგ და ამასთან ერთად მოთხოვნაში გქონდეს ნარკოტიკების ლიბერალიზაცია, ეს ორი საკითხი თანხვედრაში ვერ მოდის იმისთვის, რომ მასშტაბები შეეძინა ამ ყველაფერს და სხვადასხვა სოციალური ჯგუფები მიეერთებინა.

თავის მხრივ, ამ ყველაფერმა მოახდინა პროვოცირება დაპირისპირებული მხარის აქტუალიზაციის. მათი აქტუალიზაცია ხდება სწორედ მაშინ, როცა მსგავსი რამეები ხდება, ვინაიდან ნორმალურ ვითარებაში ისინი კაპიტალს ვერ აგროვებენ და გადიან თამაშიდან. ზღვარზე გავიარეთ, მაგრამ აქციამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი იყო ხელოვნური. ამასთან, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა მოკვდა. პოლიტიკური ელიტა არ არსებობს. საზოგადოება გამოდის წინა ხაზზე, როცა პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია და ეს კრიტიკა ეკუთვნის როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ ელიტას მთლიანად“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს მაინც აღმოაჩნდა იმის უნარი, რომ ამ ყველაფრის ჩაქრობა მომხდარიყო.

“სიმართლე გითხრათ, მე მესმის პირადი თავისუფლების მოთხოვნა, ჩვენ ამის უფლება გვაქვს, მაგრამ ეს კეთდება სხვა ფორმით. ამიტომაც არაფრით არ დასრულდა მათი მოთხოვნები. რას მიაღწიეს?! ვერც ვერაფერს და ვერც მიაღწევენ. ძალიან ხელოვნური სახე ჰქონდა ამ ყველაფერს. რაც მოხდა, თავისთავად მაინც კარგია, მშვიდობიანად დასრულდა და შვილები სახლებში გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების მიმართ ბევრი პრეტენზიები დაგროვდა, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ იყოს გამოსვლები, მაგრამ არა ამ ჯგუფის ორგანიზებით. როცა ამ გამოსვლებს ვაკრიტიკებ, მე არ ვგულისხმობ პროტესტის ფორმას. მე ვგულისხმობ იმას, რომ უფრო კარგად უნდა გამოკვეთონ რა უნდათ. რა არის მათი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

TOP გია ხუხაშვილი გიორგი გახარია საპროტესტო აქცია 2018-05-14
Tags TOP გია ხუხაშვილი გიორგი გახარია საპროტესტო აქცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლო კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობს

შემდეგი სტატია

“შსს-ს წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება”

მსგავსი სტატიები

მედია: რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

მედია: რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნინო ჩხეიძე 23 სექ 2020
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

10 იან 2018

მწერალი დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

29 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge