NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერმინისტრის სპეციალური განცხადება

პრემიერმინისტრის სპეციალური განცხადება

13 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 1080 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/622093888135639/

პრემიერმა კვირიკაშვილმა თბილისში ბოლო დღეებსი განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალური განცხადება გააკეთა.

„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, დილიდან, ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობენ.

გუშინ საღამოსვე, კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას – ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს საზოგადოებას გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის, არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

ის, რომ სახელმწიფოს ექნება ერთი მხრივ -ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური – მომხმარებლების მიმართ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. პირადად მე ვარ იმის გარანტი, რომ დღეს, ჩვენსქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმუდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი სრულიად სამართლიანადამაყობს. რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი მონაპოვარიც არის, ყველა თქვენგანის. ის, რომადამიანი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათებისმანძილზეც დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენიმისათვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფომოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩისმცდელობა.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები, ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისასდაპირისპირება ყოველად დაუშვებელია, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო, იმ მიზნისა,რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათისიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთადამიანების სიცოცხლისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად!“ – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი სპეციალური განცხადება 2018-05-13
Tags გიორგი კვირიკაშვილი სპეციალური განცხადება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

შემდეგი სტატია

„ლეგალიზება“ – ბერას ახალი კლიპი

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარიამ სტრატეგიულ პარტნიორს ა.შ.შ.-ს 2 „აილენდის“ ტიპის ხომალდის – „დიოსკურიის“ და „ოჩამჩირის“ გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018
მარია ზახაროვა: …შეუძლებელია პირდაპირი ავიარეისების წინააღმდეგი იყო

მარია ზახაროვა: …შეუძლებელია პირდაპირი ავიარეისების წინააღმდეგი იყო

ნინო ჩხეიძე 20 მაი 2023

დაჩი ცაგურიამ გაფიცულ რკინიგზელებს უპასუხა

21 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge