NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა

გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა

13 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1269 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა. გიორგი გახარია, სავარაუდოდ, „თეთრი ხმაურის“ აქციის ორგანიზატორებს შეხვდება.

“თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის კითხვები, მე პირადად მზად ვარ, რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე. დავჯდეთ და აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ ყველა კითხვას პასუხი, რამეთუ კარგად გვესმის, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა  კლუბებში, “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე სპეცოპერაცია დაიწყეს. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. სპეცოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა. როგორც დილით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს. “პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია. ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადეს შსს-ში.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან  მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”.აქციის მონაწილეები პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აღნიშნული აქციის პარალელურად, გზის საპირისპირო მხარეს კონტრაქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.

კომენტარები

აქცია გიორგი გახარია 2018-05-13
Tags აქცია გიორგი გახარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მზად ვარ, ვიყო აქციის ორგანიზატორებთან და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი“

შემდეგი სტატია

„მივმართავთ ყველას თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან“

მსგავსი სტატიები

ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის ყოფილი მეუღლე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის ყოფილი მეუღლე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018
გიგი უგულავა ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

გიგი უგულავა ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ირაკლი შალიკაშვილი 11 თებ 2020

შსს-მ ნარკოდანაშაული ბრლადებით 4 პირი დააკავა

10 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მოვიაზრებდეთ ღარიბაშვილს მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს – ენმ-ისა და “ლელოს” ახალი პირობა

    რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მოვიაზრებდეთ ღარიბაშვილს მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს – ენმ-ისა და “ლელოს” ახალი პირობა

  • ლადო კახაძე:  ჩანაწერები არ მინახავს, რადგან TV პირველს არ ვუყურებ

    ლადო კახაძე: ჩანაწერები არ მინახავს, რადგან TV პირველს არ ვუყურებ

  • “მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

    “მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

  • ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

    ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

  • ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

    ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

  • მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის

    მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის

  • ირაკლი კობახიძე:  ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს

    ირაკლი კობახიძე: ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს

  • რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ ვიზიტს აგრძელებს

    რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ ვიზიტს აგრძელებს

  • თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

    თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

  • კახა კოჟორიძე: აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს

    კახა კოჟორიძე: აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge