შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაუთმეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს ამ თხოვნით აქციის დასაწყისში მიმართეს და ძალოვანმა უწყებამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
აქციის მონაწილეები მოსახლეობას გააქტიურებისკენ და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
კომენტარები