NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„კლუბებში ჩატარდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც დაფიქსირებული იქნა ვიდეო საშუალებებით“

„კლუბებში ჩატარდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც დაფიქსირებული იქნა ვიდეო საშუალებებით“

12 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 949 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/1397178647050797/

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში ჩატარდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც დაფიქსირებული იქნა ვიდეო საშუალებებით.
„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან გასაღებების მრავალჯერად ფაქტებს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკორეალიზატორების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს წარმოადგენდა სწორედ კლუბების ტერიტორია. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. მისი დაკავება კლუბში განხორციელდა. პირადი ჩხრეკისას მისგან დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული.
შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.
ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო უშუალოდ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდების კლუბიდან ინციდენტების გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.
საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდებოდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. სისხლის სამართლის წესით კლუბის არც ერთი სტუმარი დაკავებული არ არის.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი.
კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ.; 1992 წელს დაბადებული ლ.მ.; 1996 წელს დაბადებული ქ.მ.; 1997 წელს დაბადებული მ.მ.; 1995 წელს დაბადებული ბ.დ.; 1994 წელს დაბადებული თ.ჩ.; 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.
პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის განთავისუფლებულია.
ამ მომენტისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, იმავდროულად შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა“, – განაცხადეს ბრიფინგზე.

კომენტარები

ბასიანი გალერი ნარკოდანაშაული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკები სპეცოპერაცია შსს 2018-05-12
Tags ბასიანი გალერი ნარკოდანაშაული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკები სპეცოპერაცია შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვისაც არ მოგწონთ, მიკიმაუსის ნიღბიანთა დარბეული 7 ნოემბრის მადლი გფარავდეთ!“

შემდეგი სტატია

შსს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვის ვიდეომასალას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას

თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივლ 2021

გიორგი კვირიკაშვილი გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გახსნას დაესწრო

19 სექ 2017
ქასთინგი “ოცნებაში” – მდინარაძე გრძელვადიანი გაჯანსაღების პროცესზე საუბრობს

ქასთინგი “ოცნებაში” – მდინარაძე გრძელვადიანი გაჯანსაღების პროცესზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 13 მაი 2019

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge