NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველას, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს

კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველას, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს

12 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1136 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველას, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა.

კახა კალაძე გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ყველას, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო მეგობრებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც მე ვაფასებ, მე გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად. ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს კლუბურ მუსიკას, ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ძმები, დები, თანამოქალაქეები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან არიან გამოსული და მართავენ აქციას, გვერდით დაგვიდგება თითოეული მათგანი და ჩვენ ერთად შევძლებთ, დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა  კლუბებში, “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე სპეცოპერაცია დაიწყეს. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სპეცოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა. როგორც დილით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს. “პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია. ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადეს შსს-ში.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან  მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”.აქციის მონაწილეები პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

აქცია კახა კალაძე ნარკოდანაშაული ნარკოტრეფიკი 2018-05-12
Tags აქცია კახა კალაძე ნარკოდანაშაული ნარკოტრეფიკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე: მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, რასაც ვერ დავეთანხმები

შემდეგი სტატია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

მსგავსი სტატიები

ხმების დაცვა მათ არავისგან არ სჭირდებათ, რეალურად სახელმწიფოს დასჭირდება მათი დესტრუქციისგან საზოგადოების დაცვა

ხმების დაცვა მათ არავისგან არ სჭირდებათ, რეალურად სახელმწიფოს დასჭირდება მათი დესტრუქციისგან საზოგადოების დაცვა

ირაკლი შალიკაშვილი 19 აგვ 2020

მორიგი ჩანაწერი „იბერიას“ საქმეზე

14 სექ 2018
ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი – მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია

ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი – მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივნ 2020

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge