NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სოფო კილაძე: შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაექებისთვის უდიდესი მონაპოვარია

სოფო კილაძე: შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაექებისთვის უდიდესი მონაპოვარია

11 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 882 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

როგორც მომხსენებელმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გამშვებ პუნქტებზე ქართველ მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ, შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუ მას წესრიგში არა ექნება პასპორტი, ვერ დაასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება.

„პირველ რიგში, მინდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომელთაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დიდი პატივისცემა დავუდასტურო და მივაწოდო დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტი განიხილავს კანონში. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გამშვებ პუნქტებზე ჩვენს მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ, შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუ მას წესრიგში არა აქვს პასპორტი, ვერ ასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება. ასეთი უფლებით უკვე აღჭურვილი არიან ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები და შემოთავაზებული ცვლილებებით იგივე უფლებებით აღიჭურვებიან ჩვენი პოლიციელებიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ასევე დასჯადი ხდება ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც თავის მხრივ, შეიცავს ტრეფიკინგის რისკებს.

„ამის მიზანია, ჩვენი მხრიდან შესრულებული იყოს ის ვალდებულებები, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების დროს. ამ ცვლილებების მიზანია, დაცული იყოს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები, რომელიც კანონმდებლობის და მგზავრობის წესების სრული დაცვით სარგებლობენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირთან შენგენის ზონაში”, -აღნიშნა მომხსენებელმა. მისი თქმით, ეს არ ეხებათ უკვე ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ევროინტეგრაცია და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაექებისთვის უდიდესი მონაპოვარია.

„ჩვენ ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ამ მონაპოვრის გზაზე დადგება, ვალდებული ვართ ადეკვატურად ვუპასუხოთ”, – აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი თქმით, სახელმწიფო იცავს იმ მოქალაქეების ინტერესებს, რომლებიც კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი ადამიანები არიან. „თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს პრობლემური. იმისთვის, რომ მოვხსნათ ორმაგი და სამმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობა, უნდა ვიმუშაოთ, რათა კანონში გასწორდეს ყველა შესაბამისი ჩანაწერი, რომელმაც შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. არ შეიძლება შევზღუდოთ ის ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან და რომლებიც ემიგრაციიდან გვერდით უდგანან თავის ქვეყანას”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ წარმოადგინა.

კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეებისათვის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით სამინისტროსათვის მიმართვის ხელმისაწვდომობა.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ ელექტრონული მოდულის პროექტი, რაც გულისხმობს ყველა იმ აპლიკაციის და განცხადების ელექტრონიზებას, თუ ოდესმე დევნილს მოუმართავს სამინისტროსთვის. ეს პროგრამულად დამუშავდა და მიერთებული არის იუსტიციის სამინისტროს ბაზებთან”, -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თაობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ. მისი თქმით, ზუსტდება ცალკეული მუხლები და აღმოიფხვრება არსებული ხარვეზები, რაც ხელს შეუწყობს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებას.

მოქალაქე ავთანდილ ვახტანგიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ასეთივე კანონპროეტზე უკვე მუშაობს იურიდიული კომიტეტი.

კომენტარები

გერმანია სოფო კილაძე შენგერის ზონა 2018-05-11
Tags გერმანია სოფო კილაძე შენგერის ზონა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ე.წ. შოკოლადის ბიოს (შავი სიკვდილის) შესაძენად, ფული „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ირიცხებოდა“

შემდეგი სტატია

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

მსგავსი სტატიები

შსს ქისტაურში ჩატარებული ჩხრეკის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

შსს ქისტაურში ჩატარებული ჩხრეკის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

26 დეკ 2017
სალომე ზურაბიშვილი: არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს

სალომე ზურაბიშვილი: არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს

ნინო ჩხეიძე 10 ივნ 2022
სერგეენკოს სისტემური ჩავარდნა -” ოცნების” ყოფილი წევრები სოცმუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით მინისტრს პარლამენტში იბარებენ

სერგეენკოს სისტემური ჩავარდნა -” ოცნების” ყოფილი წევრები სოცმუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით მინისტრს პარლამენტში იბარებენ

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2019

უახლესი ამბები

  • თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

    თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

  • ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

    ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

  • შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

    შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge