NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პროკურატურა, შსს და სუს-ი  მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პროკურატურა, შსს და სუს-ი  მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება

11 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 563 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცლოდ;

გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;

სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%, შესაბამისად;

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ;

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%);

გამოკითხულთა მხოლოდ 30% ფლობს ზუსტ ინფორმაციას 2017 წელს განხორციელებული მთავრობის ოპტიმიზაციის  შესახებ(მინისტრთა რაოდენობის ცვლილება). ამასთან, 61% ფიქრობს, რომ მინისტრების რიცხვი კიდევ უნდა შემცირდეს.

 

კომენტარები

გამოკითხვა საერთაშორისო გამჭვირვალობა 2018-05-11
Tags გამოკითხვა საერთაშორისო გამჭვირვალობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საბურავების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

მეტეოროლოგების თქმით წლევანდელი ზამთარი ყველაზე მკაცრი იქნება ბოლო 100 წლის განმავლობაში

18 სექ 2017

„უმრავლესობის დიდ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში იყო გადაჭარბებული მოლოდინები შექმნილი“

26 აპრ 2018
საგამოძიებო კომისიაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორს უსმენენ

საგამოძიებო კომისიაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორს უსმენენ

25 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge