NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიითვისა თუ არა მაგთიმ მილიონობით ლარი ჩვენი მოტყუებით?

მიითვისა თუ არა მაგთიმ მილიონობით ლარი ჩვენი მოტყუებით?

11 მაი 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, საზოგადოება, ტექნოლოგიები 5831 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გასული წლის 1 ნოემბერს სრულიად საქართველოს მოსახლეობას მაგთისაგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მოუვიდა, რომელშიც ახსნილი იყო თუ რა მიზეზით და რამდენით უძვირდებოდა მოსახლეობას IP TV-ს ტარიფი:

2017 წლის დეკემბრიდან „მაგთიკომმა“ გააძვირა შესაბამისი მომსახურების ტარიფი და მოსახლეობას, ყოველი თვის საანგარიშო პერიოდში, დაუწესა დამატებითი გადასახადი.

„ნიუსჯი“ შეეცადა გაერკვია  თუ რამდენად შეესაბამებოდა „მაგთიკომის“ განცხადება სიმართლეს და რამდენად ხდებოდა ამ დამატებითი გადასახადის მიმართვა მაუწყებლობების ტრანზიტის უზრუნველსაყოფად.

პირველ რიგში, ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო თუ რა თანხაზე იყო საუბარი. თუ ვენდობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშს, მიმდინარე წლის იანვრის პერიოდისათვის „მაგთის“ IP ტელევიზიის უნიკალურ მომხმარებელთა რიცხვი 260 000-ს აჭარბებს. შესაბამისად, უხეში დათვლებით, „მაგთიმ“, ტარიფის 2 ლარით გაზრდით, ბოლო 4 თვის განმავლობაში მომხმარებლებისგან დამატებით 2 081 488 ლარი (260 186 – (მომხმარებელთა რაოდენობა) * 2 ლარი (დამატებითი თანხა) * 4 თვეზე) ამოიღო.

ჩვენ დავუკავშირდით კომპანია „მაგთის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა  („რუსთავი 2“, კომედი, მარაო) და „ტელეკომპანია იმედს“, სადაც ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე – რამდენად ხდებოდა ტრანზიტორის მიერ მაუწყებლობის გატარებისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურება – პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით 2017 წლიდან დღემდე, „მაგთის“ მიერ მომხმარებლებისთვის დაწესებული გაზრდილი ტარიფიდან არც ერთი თეთრი არ გადაურიცხავს ამა თუ იმ სატელევიზიო არხისთვის, რაც საკმაოდ ბევრ შეკითხვას აჩენს. სწორედ ამის შესახებ საუბრობდნენ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 2017 წელს როდესაც მაგთის და ტელეკომპანია იმედს ფარულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ.  ეჭვები ტარიფების ხელოვნურად და კონსპირაციულად ზრდის შესახებ მეტ ლეგიტიმაციას იძენს – გამოდის რომ „მაგთიმ“ მოტყუებით მომხმარებლების ხარჯზე, ყოველთვიური შემოსავალი 520 372 ლარით გაიზარდა (წელიწადში 6 244 464), რაც მსგავსი კომპანიების ისედაც უზარმაზარი შემოსავლების ფონზეც კი „შთამბეჭდავია“.

 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მაყურებლისთვის?

მაგთიკომსა და  სატელევიზიო არხების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება სიგნალის ტრანზიტის საფასურის გადახდაზე, საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად ქმნის პრეცენდენტს, რომლის საფუძველზე  სხვა ტრანზიტორმა კომპანებმა იძულებით უნდა შეისყიდონ  სამაუწყებლო სიგნალი და თითო მომხმარებელს გადაახდევინონ დამატებით მინიმუმ 1.8 ლარი, ან თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საერთოდ გათიშონ 6 ქართული არხი. (რუსთავი2, მარაო, კომედი არხი, იმედი, მაესტრო, GDS)

თუ ზემოთ მოცემული  ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ „მაგთისა“ და ტელეკომპანიებს შორის შედგა ფიქტიური (თვალთმაქცური) შეთანხმება, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს კონკურენციის გაქრობა ბაზარზე და ყველა ტრანზიტორი კომპანიის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება – იძულება თავის მომხმარებელს დაუწესოს დამატებითი გადასახადი, ან სრულიად შეწყვიტონ ქართული ტელეარხების გავრცელება.

დღეის მდგომარეობით 99 ტრანზიტორი კომპანიიდან (მაგთი, სილქნეტი, Myvideo.ge, გლობალTV და სხვა), აბსოლუტური უმრავლესობა უარს აცხადებს საკუთარ მომხმარებლისათვის  დამატებითი ტარიფის განსაზღვრაზე.  ქართული ტრანზიტორების განცხადებით გაუგებარია მსხვილი სატელევიზიო არხების მოთხოვნა დამატებითი მილიონების ანაზაურებაზე, მაშინ როდესაც, მათი სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულიად უფასოდ ვრცელდება და მათი დაჭერა მარტივი მოწყობილობითაა შესაძლებელი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ერთადერთი კომპანია რომელმაც მიმდინარე ეტაპზე ტელეარხების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თავის აბონენტებს დამატებითი გადასახადი განუსაზღვრა  მაგთიკომია. შესაბამისად ერთი რამ ნათელია – ასეთი ქმედებები ხელს უშლის ჯანსაღ კონკურენციასა და საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად მომხმარებელს აზიანებს – მონოპოლისტები მუდმივად ზრდიან საკუთარი პროდუქციის ფასს ხარისხის უგულვებელყოფის ფონზე, რისი ნიშნებიც უკვე გამოკვეთილად ჩანს. საბოლოო ჯამში ვიღებთ უკვე კარგად ცნობილ სურათს, როდესაც რიგით მოქალაქის ჯიბიდან უფრო და უფრო მეტი ფული იხარჯება, ხოლო მონოპოლისტების ჯიბეები კი სქელდება.

კომენტარები

გაძვირება მაგთი მაგთიკომი ტარიფი 2018-05-11
Tags გაძვირება მაგთი მაგთიკომი ტარიფი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართულ ოცნების“ კანდიდატი ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს შემოდგომის არჩევნებზე“

შემდეგი სტატია

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის დემოკრატიის ახალი, დიდი ტალღის სულისჩამდგმელი“

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილი: სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები ოჯახები ახალ ბინებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები ოჯახები ახალ ბინებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ

ირაკლი შალიკაშვილი 24 იან 2022
„ახალგაზრდებს მოუწყვეს რეიდი და დარბევა შუა ქალაქში“

„ახალგაზრდებს მოუწყვეს რეიდი და დარბევა შუა ქალაქში“

14 მაი 2018
ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული – კალაძე ზუგდიდის სკანდალურ ჩანაქერზე საუბრობს

ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული – კალაძე ზუგდიდის სკანდალურ ჩანაქერზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 16 მაი 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge