ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს.
“Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!
გუშინ ჩვენს ქვეყანას მუსიკის (კერძოდ ჰიპ-ჰოპის დარგში) კიდევ ერთი ექსპერტი მოევლინა. მართალია, ის კლიპსა და სუბტიტრულ სიმღერას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს მაგრამ, მერე რა?!
ჩემს სულიერებაშიც დიდი ეჭვი შეიტანა ოდესღაც ეკლესიების დამრბევმა და რწმენაზე მოქილიკემ – ესეც შევუნდოთ!
მე კარგად მესმის, რამდენად რთულია, აუხსნა სმენის არმქონე ადამიანს , რას ნიშნავს სიჩუმე, ან უთხრა უსინათლოს, როგორია სიბნელე. ამიტომაც ამ კაცს და მის თანამოაზრეებს არაფერს ავუხსნი, თუმცა ის ისეთ თემას შეეხო, რომ ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულება განვუმარტო.
ჩემს ოჯახს ბევრი ახალი ეკლესიის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ასობით ძველი ეკლესია-მონასტერი აქვს აღდგენილი. მთელი ჩვენი ოჯახი მართლმადიდებლურ რელიგიაზე დაფუძნებული ღირებულებებით ცხოვრობს და, ამასთანავე, უდიდესი პატივისცემით ექცევა ყოველი ადამიანის მრწამსს.
ასე რომ, მხოლოდ ისღა დამრჩენია, ამ ადამიანს თავისივე მხარდამჭერების სიტყვებით მივმართო: Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!”- წერს ბერა ივანიშვილი Facebook-ში, საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ბერა ივანიშვილის ბოლო კლიპთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ბერა ამჯერად ეკლესიას დაესხა თავს.
ბერა ივანიშვილმა ახალი კლიპი გამოუშვა, რომელიც შეგიძლიათ, იხილოთ აქ.
https://www.facebook.com/beraofficial/posts/1717273571684073
კომენტარები