NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერი: თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში

პრემიერი: თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში

11 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 635 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  დღეს მთავარი გამოწვევა  ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის მიღწევაა.

“მივესალმები “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა, უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი “ქართული ოცნების” სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო მას.
ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში, – აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას. აუცილებელია, პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით”- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს გზა არ იყო მარტივი.

“ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭიდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო, თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ…
მეგობრებო, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველი ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება; ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და ქვეყნის პრემიერმინისტრის ყველა გადაწყვეტილება გუშინაც დღესაც და ხვალაც ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას.

2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და 2016 წლიდან ჩემი მეთაურობით, უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ყველა ძირითადი უფლების დაცვა. სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება – დემოკრატიული სახელმწიფოს ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი”- განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით,  პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შეიქმნა უსაფრთხო და სტაბილური გარემო და დღეს, ჩვენი ქვეყანა ყველაზე უფრო ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

“მიღწეული შედეგი ჩვენ დამატებით სტიმულს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო ამბიციური ვიყოთ ჩვენს სამომავლო გეგმებში. უკვე შემუშავებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ახალი კონცეფცია, რომლის დევიზია – „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“. ახალი კონცეფცია მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღმა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.
აუცილებლად მინდა, გამოვყო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, რომლის შედეგადაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს მიმოსვლა ჩვენს ხალხს არაერთ შესაძლებლობას უჩენს როგორც ევროპასთან კულტურული და ღირებულებითი სიახლოვის გასამყარებლად, ისე – ეკონომიკური თვალსაზრისით.
წარმატებით მიმდინარეობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი. როგორც იცით, ივლისში გაიმართება ნატოს ვარშავის სამიტი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება ხაზგასმული საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობაში პროგრესი და ეს შესაბამისად აისახება დეკლარაციებში.
სულ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი ურთიერთობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მტკიცე მხარდაჭერას ვიღებთ ყველა დონეზე”- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში უმთავრესი გამოწვევაა და ამ საკითხში საქართველო სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული თანადგომით.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენი დასავლელი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან ღიად და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი ასევე იზიარებენ და მხარს უჭერენ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.
არ არსებობს წინსვლა, განვითარება და პროგრესი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთერთ უმთავრეს მიღწევად ქვეყანაში სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას მივიჩნევ. რეგიონი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ერთდროულად შესაძლებლობებისა და გამოწვევის რეგიონი. ამიტომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ის უნიკალური ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელია, ერთი მხრივ, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და, იმავდროულად, ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რომელიც ასე უხვადაა ჩვენს რეგიონში.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგზე. ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებზე გავიდა. უპრეცედენტოდ დინამიკურად ვითარდება ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სწორედ ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის მიღწევა გახლავთ. ამას ემსახურება ჩვენ მიერ დაწყებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებითაც უნდა აღმოიფხვრას დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული უთანაბრობა. ამას ისახავს მიზნად აგრეთვე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, საბაზრო ეკონომიკას მორგებული, თანამედროვე ცოდნით მოქალაქეების აღჭურვა და, რა თქმა უნდა, მოქნილი მმართველობის სისტემა. სწორედ ამ პროგრამით გაიმარჯვა ჩვენმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ჩვენი გუნდის მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ მეტი ძალისხმევა და მეტი ტემპი გვჭირდება, რათა უფრო სწრაფად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც უმუშევრობა ჰქვია”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა სამუშაო ადგილების შექმნა  მოქალაქეების დასაქმებაა.

“სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის და ეს არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომაც, ჩემი მოტივაციაა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ჯანსაღი, ხელსაყრელი და კონკურენტული, უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რომ დამწყები ბიზნესი იყოს წახალისებული და ახალგაზრდებში ამაღლდეს სამეწარმეო სულისკვეთება.
მე მჯერა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით დავძლევთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას.
მეგობრებო, დღეს ყრილობა ირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს.
მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ ბიძინას და “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნისა და ხალხის სამსახური ჰქვია”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ყრილობა 2018-05-11
Tags ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ყრილობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიქნები პრეზიდენტობის კანდიდატი

შემდეგი სტატია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს

23 აგვ 2018
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა

30 აგვ 2018
ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება

ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge