NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

10 მაი 2018 ახალი ამბები, სამართალი 823 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ჩ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ჩ., პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს ნ.ჩ. და ნ.ჩ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, თავს დაესხნენ დეტექტივ-გამომძიებელს – ზ.ი.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. ზ.ი.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, დეტექტივ-გამომძიებელი ზ.ი. ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა, კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი – მ.ბ. სცემეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯგუფურად თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად იცავს როგორც მოქალაქეთა, ასევე, საკუთარი თანამშრომლების უფლებებს, ღირსებას და უსაფრთხოებას. უწყება პოლიციელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტზე, ისევე როგორც სხვა სახის დანაშაულებზე, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები

დაკავება ლანჩხუთი შსს 2018-05-10
Tags დაკავება ლანჩხუთი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდება

შემდეგი სტატია

ელექტრომომარაგება 11 მაისს დროებით შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

“ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს”,”კლანი წავიდეს სახლში”  – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაიწყო

“ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს”,”კლანი წავიდეს სახლში” – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაიწყო

21 იან 2019

ნიკა გვარამია: მარგველაშვილის განცხადება საკმაოდ ძლიერი და მკაფიო იყო

06 იან 2018
შსს: „ჯაფარიძემ სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა“

შსს: „ჯაფარიძემ სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა“

სოსო ელისაშვილი 21 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

    ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge