NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კვირიკაშვილი: სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში

კვირიკაშვილი: სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში

10 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 598 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ასევე, პრემიერმა შსს-ს მუშაობა დადებითად შეაფასა და მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში და შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ახალგაზრდები დავკარგეთ ამ უბედურების გამო. ეს უბედური შემთხვევები ადამიანებმა დაუკავშირეს ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას, რაც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის.

იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც  ჩართულნი არიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე. ცვლილებები ერთი მხრივ გათვლილი იქნება იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული და მკაფიოდ გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით: რა დოზებია, რაც მოხმარებას უკავშირდება, რომელი დოზები ითვლება უკვე რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ. რა თქმა უნდა, მომხმარებლების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით.

მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ყველას, ვისაც ჯერ ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაუდგამს – ცხოვრება არის მშვენიერი და უამრავი საინტერესო რამ არსებობს. არსებობს შემეცნების უამრავი განზომილება და მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით. ეს არის მომაკვდინებელი სენი, რომელზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან. ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, შემეცნება, აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ის, რასაც ახალგაზრდა უნდა ეწაფებოდეს. მხოლოდ ამას მოგიწოდებთ და გთხოვთ ჩვენს მომავალ თაობას.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ავტორიტეტით სარგებლობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისა და მომავალი თაობისთვის ჩვენს მიერ გასაკეთებელი აუცილებელი საქმე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

გიორგი გახარია გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომა შსს 2018-05-10
Tags გიორგი გახარია გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომა შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვარლამ ლიპარტელიანმა დავით ქევხიშვილს ფედერაციაში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით საჯაროდ დაუსვა კითხვები

შემდეგი სტატია

გიორგი კვირიკაშვილი: უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ

მსგავსი სტატიები

ნიკა მელია: დავით კეზერაშვილმა ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა ფული

11 სექ 2017
ქუთაისში 67 წლის ქალი საკუთარმა დამ მოკლა

ქუთაისში 67 წლის ქალი საკუთარმა დამ მოკლა

18 მაი 2018
სოფო კილაძემ და ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს

სოფო კილაძემ და ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს

24 თებ 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge