პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგზაო უსაფრთხოების წესებზე მსჯელობენ. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების რეფორმის ამოქმედების შემდეგ ავარიები თითქმის 17 %-ით არის შემცირებული. არასამთავრობოები ითხოვენ, რომ დაწესდეს მოზარდებისთვის განკუთვნილი სავარძლები, რაც უფრო უსაფრთხოს გახდის მოზარდების გადაადგილებას.
„საქართველოს ჰქონდა საკმაოდ რთული სურათი რეფორმამდე და ახლა უკვე ჩანს პირველადი მონაცემებით რამდენიმე თვის შედეგით, რომ იკლო ავტოავარიების რაოდენობამ, დაახლოებით 17%-მდე არის შემცირებული და უფრო მეტი ადამიანი გადავარჩინეთ, რაც ამ რეფორმის მთავრი მიზანია, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეების, როგორც მგზავრების, ასევე მძღოლების სიცოცხლე და დავიცვათ მათი ჯანმრთელობა“,-განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები