იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიას გააძლიერებს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის ნდობა, რომელიც არსებობს მმართველი პარტიისადმი საზოგადოებაში, კიდევ უფრო გაიზრდება.
„გამოვხატავ ჩემს იმედებს, კმაყოფილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ძლიერდება, მას ეყოლება ახალი თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იქნება განახლებული პოლიტსაბჭო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მომდევნო არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერად, გაერთიანებული და სიახლეებით შევხვდებით იმისთვის, რომ ის ნდობა, რომელიც არსებობს მმართველი პარტიისადმი საზოგადოებაში, კიდევ უფრო გაიზარდოს“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები