NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ელი კოენი: დღეს ჩვენ ისტორია შევქმენით, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

ელი კოენი: დღეს ჩვენ ისტორია შევქმენით, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

10 მაი 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 659 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს ჩვენ ისტორიას დავუდეთ სათავე, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება და მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელი კოენი საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება.

ისრაელის ეკონომიკის მინისტრის თქმით, მოხარულია, რომ წელს უკვე მეორედ ხვდება ქართველ კოლეგას.

„ჩვენი ბევრი კარგი ამბავი გვაქვს, თუმცა წინაც ბევრი სამუშაო გვაქვს. კარგი ამბავია, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 50 მილიონ დოლარს შეადგენს. მეც და ჩემმა ქართველმა კოლეგა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიზნად დავისახეთ, რომ ეს მაჩვენებელი უაღრესად გავზარდოთ”, – განაცხადა ელი კოენმა.

ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის მჭიდრო მეგობრობას, ორი ქვეყანის უძველეს ისტორიასა და მემკვიდრეობას.

„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობის გაფართოებისთვის.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ გადავლახოთ ყველა ის დაბრკოლება, რაც არსებობს ქართველ და ისრაელელ ინვესტორებს შორის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისრაელი-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ელი კოენმა.

თავის მხრივ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ეკონომიკის მინისტრ კოენს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევისთვის.

„მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებებს საქართველოსა და ისრაელში, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

ეკონომიკა ელი კოენი ისტორია 2018-05-10
Tags ეკონომიკა ელი კოენი ისტორია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის“

შემდეგი სტატია

გიორგი მარგველაშვილი: მე რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ …

მსგავსი სტატიები

„მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული“

„მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული“

16 ივლ 2018
H1N1 ვირუსი – იაშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

H1N1 ვირუსი – იაშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

10 იან 2019
თამთა შამათავა: როგორც ჩანს, კახა კალაძე ახალ თანამედროვე ტენდენციებს, მხოლოდ მოდაში მიყვება

თამთა შამათავა: როგორც ჩანს, კახა კალაძე ახალ თანამედროვე ტენდენციებს, მხოლოდ მოდაში მიყვება

21 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge