NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“თუ “სითი პარკის” წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი”

“თუ “სითი პარკის” წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი”

10 მაი 2018 საზოგადოება 1034 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ “სითი პარკის” წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ გახდა აუცილებელი იურისტების დაქირავება “სითი პარკთან” მიმდინარე დავისთვის, მაშინ როცა მერიას იურიდიული სამსახური აქვს.

“საუბარია საერთაშორისო დავაზე. იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო დავა, ჩვენ უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი. ეს, მგონი, სიახლე არ არის და ოპოზიცია რაღაც გაურკვევლობაშია”,- განაცხადა კალაძემ.

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, თბილისის მერია „სითი პარკთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო სამართლებრივი დავისთვის იურიდიულ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. განცხადების განხილვის ბოლო ვადა 11 მაისია. რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, ის 800 ათასი ლარია.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, „სითი პარკს“ მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეწყვიტა, რის გამოც მას უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია. კომპანიამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს დავის წარმოებას.

„არსებული სამართლებრივი რისკების შეფასება-შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე თბილისის მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელება მოითხოვს სათანადო სამართლებრივ ცოდნასა და კვალიფიკაციას, მათ შორის, საერთაშორისო საინვესტიციო სამართლისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიმართულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების იურიდიული კომპანიისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე შპს „სითი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის თბილისის მთავრობისთვის წარდგენა, საქმესთან დაკავშირებით თბილისის მთავრობისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, თბილისის მთავრობის სახელით შპს „სითი პარკთან“ და მის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის/კორესპონდენციის წარმოება, წინასააბიტრაჟო პროცესში სხვა შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და ა.შ.,“- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესასყიდი მომსახურების პერიოდი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეა.

ცნობისათვის, კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა.

„სითი პარკის“ იურისტის თამარ შუბითიძის განცხადებით, კომპანია „ფრეშ ფილდი“ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს. მისივე თქმით, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, აღნიშნული კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში „სითი პარკის“ წარმომადგენელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.

კომენტარები

TOP კახა კალაძე მერია საერთაშორისო დავა 2018-05-10
Tags TOP კახა კალაძე მერია საერთაშორისო დავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გამოვხატავ ჩემს იმედებს და კმაყოფილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ძლიერდება“

შემდეგი სტატია

ისრაელმა ირანის სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანა

მსგავსი სტატიები

თბილისის ნაწილს 8 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 8 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

07 ნოე 2017
პარლამენტში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

21 თებ 2018
700 ათას ლარად ნაყიდი ინვენტარი, რომელსაც სპორტსმენებამდე არ მიუღწევია – ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს

700 ათას ლარად ნაყიდი ინვენტარი, რომელსაც სპორტსმენებამდე არ მიუღწევია – ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს

05 თებ 2019

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge