მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დაიწყო. ბრძანება პრემიერმა უკვე გამოსცა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შალვა თადუმაძის განცხადებით, განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გადავიდა სამინისტროებში და ამან გამოიწვია რეორგანიზაციის გამოცხადება.
„ერთი თვის ვადაში მიმდინარეობს შესაბამისი ფუნქციური ანალიზი იმ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, რომლებიც დღეის მდგომარეობით არსებობენ და შესაბამისად, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.
რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, ბუნებრივია, რეორგანიზაცია მიმდინარეობს იმ საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, რომელიც 2018 წლისთვის არის გამოყოფილი მთავრობის ადმინისტრაციისთვის. თუ შესაძლებელი იქნება სხვა ცვლილებების განხორციელება, ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა თადუმაძემ.
კომენტარები