NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს უმასპინძლა

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს უმასპინძლა

09 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 520 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი გაეროსთან აკრედიტებული ელჩები მიიღო. მინისტრისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩებს საქართველოში ვიზიტისა და საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. აღინიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს საკითხის აქტუალობა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული საკითხების გადაწყვეტაში.

გაეროს 7 მუდმივი წარმომადგენელი ურუგვაიდან, სენტ-ვინსენტი და გრენადინიდან, შრი-ლანკიდან, ბენინიდან, სენტ-ლუჩიადან, ნამიბიიდან, კონგოდან და ზამბიიდან საქართველოს 5-12 მაისს სტუმრობს. ელჩებმა შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სტუმრებმა მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა. ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ -მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

გაიმართება ელჩების შეხვედრები კახეთის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

კომენტარები

ელჩები მანსპინძლობა მიხეილ ჯანელიძე 2018-05-09
Tags ელჩები მანსპინძლობა მიხეილ ჯანელიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: ჩვე​ნი მთავარი ამოცანაა შევაჯეროთ პოზიციები და ივნისის ბოლომდე მივიღოთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი

შემდეგი სტატია

დავით სერგეენკო: არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის

მსგავსი სტატიები

ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს

ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს

ირაკლი შალიკაშვილი 28 ოქტ 2019

საგზაო მოძრაობის დამრღვევ მძღოლებს ჭკვიანი შუქნიშნებიც გამოავლენს

09 ოქტ 2017
შინდისის გმირების სახელები უნდა გვახსოვდეს, პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით

შინდისის გმირების სახელები უნდა გვახსოვდეს, პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით

ირაკლი შალიკაშვილი 11 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge