NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის“

„მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის“

09 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 769 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების გზით მოხერხდა. 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა გერმანიაში 2017 წელს ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების შეფასებებისას გააკეთა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ზეეჰოფერის თქმით, ბინების ქურდობის რიცხვის შემცირებაზე, პოლიციის მიერ პატრულირების გაძლიერებამ და ბინის მეპატრონეების მიერ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დაყენებამაც იმოქმედა. თუმცა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მსგავსი დანაშაულის შემცირება ასევე საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებამ განაპირობა.

„საქართველოდან მიგრანტების ნაკადი ტალღებად მოდის. ხანდახან ჩნდება რისკის შემცველი მაჩვენებლები, შემდეგ სიტუაცია წყნარდება, ამიტომ სიტუაციის წინასწარ განჭვრეტას ვერ შევძლებ. თუმცა ჩემი სამინისტრო სწავლობს, სწორი იყო თუ არა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება. მე პირადად ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი“ – ამბობს ზეეჰოფერი.

ბერლინს საქართველოსთვის ვიზების დამოუკიდებლად დაწესება არ შეუძლია, ეს ევროკავშირის კომპეტენციაა – წერს „დოიჩე ველე“. ამასთან გერმანელმა მინისტრმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც  დეპორტაციას გააადვილებს.

„დოიჩე ველე“ აქვეყნებს 2017 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკას. როგორც აღმოჩნდა, მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის. ამასთან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ შევსებული განაცხადების, მხოლოდ 0,7 ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. ქართველების უმეტესობა, 75% ქურდობაზე დააკავეს.

კომენტარები

გერმანია ემიგრანტები უვიზო რეჟიმი ქართველი მიგრანტები ჰორსტ ზეეჰოფერი 2018-05-09
Tags გერმანია ემიგრანტები უვიზო რეჟიმი ქართველი მიგრანტები ჰორსტ ზეეჰოფერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„3 წლის დაგროვებული სათქმელი“ – ბერას ახალი კლიპი

შემდეგი სტატია

ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

მსგავსი სტატიები

დაიწყება თუ არა ომი მხოლოდ პუტინმა იცის – ევროპარლამენტარები პუტინს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რეალური სანქციებით ემუქრებიან

დაიწყება თუ არა ომი მხოლოდ პუტინმა იცის – ევროპარლამენტარები პუტინს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რეალური სანქციებით ემუქრებიან

ირაკლი შალიკაშვილი 31 იან 2022

ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

16 ოქტ 2017
შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყანა თავისუფალია და სოციალური ქსელები არ კონტროლდება

შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყანა თავისუფალია და სოციალური ქსელები არ კონტროლდება

ირაკლი შალიკაშვილი 27 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge