NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი, ბევრად უფრო ამბიციური და მაღალი“

„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი, ბევრად უფრო ამბიციური და მაღალი“

09 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 776 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი, ბევრად უფრო ამბიციური და მაღალი მიზანი –  ეს არის  საბოლოოდ, „ქართული ოცნების” ჩამოყალიბება ევროპული ტიპის გაერთიანებად”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში  განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება არ იყო იმ მასშტაბის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ესაჭიროებოდა, თუმცა, ამ ფაქტორმა არსებული სირთულეების მოგვარება გაამარტივა.

„მიზეზი იყო გაცხადებული და ეს მიზეზი ითქვა ჩვენი მხრიდან. ის, რომ ჩვენ გვინდა პარტია გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი მანამდეც, პარტიულ კონფერენციებზე როდესაც დავდიოდით რეგიონებში. დღემდე ჩვენ გვქონდა განვითარების ძალიან სერიოზული ეტაპი, ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ განვითარების შედეგი იყო სწორედ ის, რომ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან სერიოზულ გამარჯვებას როგორცსაპარლამენტო ასევე მუნიციპალურ არჩევნებში.

არსებითად არის გაძლიერებული პარტია, როგორც ორგანიზაცია. თუმცა, ჩვენ გვინდა გადავიდეთ განვითარების აბსოლუტურად სხვა ეტაპზე, გვინდა დავიწყოთ რეფორმისმეორე ტალღა, რომის საფუძველზეც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, ჩვენი პარტია ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ეს უნდა იყოს პარტია, რომელიც აქტიურია არ მხოლოდსაარჩევნო პერიოდში, საშტაბო პერიოდში, არამედ, არის აქტიური არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც და რომელიც მუდმივად არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და პოლიტიკური პროცესებისმართვაში.

იმ ამოცანის შესრულებას, რაზეც მე მქონდა საუბარი, საუკეთესოდ შეძლებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მისი რესურსით. ეს არის მთავარი მიზეზი მისი დაბრუნების პოლიტიკურ პარტიაში, პარტიის თავმჯდომარის რანგში. რაც შეეხება დაპირისპირებას, ჩვენ ამაზე გავაკეტეთ არაერთი განცხადება. ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომელსაც ესაჭიროებოდა აუცილებლად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. თუმცა, აქაც ბატონი ბიძინას ფაქტორმა გარკვეული როლი შეასრულა. ამან გაამარტივა იმ სირთულეების მოგვარება, რომელიც იყო პოლიტიკურ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში”, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ იყო აუცილებელი ამისათვის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, ამას შევძლებდით ჩვენც.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი, ბევრად უფრო ამბიციური და მაღალი მიზანი, ეს არის  საბოლოოდ, „ქართული ოცნების” ჩამოყალიბება ევროპული ტიპის გაერთიანებად.

ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ დროისათვის, როდესაც ის გაცხადდა, ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი. იმ დროისათვის მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გახდა ეს გადაწყვეტილება ცნობილი საზოგადოებისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, დაშვებულ იქნა გარკვეული შეცდომები და ამას საზოგადოება თავად ადევნებდა თვალყურს, თუმცა, მისივე თქმით, ახლა ამ ყველაფრის შეფასება მისი მხრიდან არასწორი იქნება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის შიგნით ურთიერთობების დალაგება შიდა პარტიული კონსულტაციების საფუძველზე  მოხდება.

„იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული, იყო არასწორი განცხადებები, გაკეთებული. ამას საზოგადოება თვითონ ადევნებდა თვალყურს. ახლა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამ ყველაფრის შეფასება, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ამოცანაა გავიხედოთ წინ და დავალაგოთ ურთიერთობები პარტიის შიგნით და ამას ჩვენ გავაკეთებთ შიდა პარტიული კონსულტაციების საფუძველზე. და ძალიან მარტივად გადაწყდება ის მცირე სირთულეები დაპრობლემები, რომელიც იყო პარტიაში და უმრავლესობაში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს „ქართულ ოცნებაში” არსებობს ერთი გუნდი და ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზეც და აღნიშნა, რომ შემადგენლობა გარკვეულ ლოგიკაზე იყო აგებული და ეს შემადგენლობა პარასკევს, პარტიის ყრილობაზე დამტკიცდება.

“დღეს “ქართულ ოცნებაში” არსებობს ერთი გუნდი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ბიძინა ივანიშვილი ხდება პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისად, და ისედაც, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია პარტიის შიგნით გუნდებად დაყოფა. როგორც კი პარტია გუნდებად იყოფა, მაშინვე იწყება პარტიის დასასრული, თუმცა ამ მასშტაბთან მიახლოებულიც კი არ იყო ის სირთულეები და უთანხმოება, რომელიც იყო საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით და პარტიის შიგნით. ეს ნამდვილად არ იყო ამ მასშტაბის.

მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ნამდვილად სირთულეები და პრობლემები და ეს სააშკარაოზეც იყო გამოტანილი, საზოგადოება ამას თვითონ აკვირდებოდა, თვითონ აკვირდებოდა იმ განცხადებებს, რომელიც კეთდებოდა. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა არსებითად არის აგებული ერთ კონკრეტულ პრინციპზე. პარლამენტის მხრიდან პოლიტსაბჭოში არიან წარმოდგენილი ძირითადი ლიდერები. ესენი არიან სპიკერატის წარმომადგენლები ქართული ოცნებიდან. პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე. ესენი არიან ძირითადი წარმომადგენლები საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა.

მთლიანობაში, იყო გარკვეულ ლოგიკაზე აგებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და ამ ლოგიკით დამტკიცდება უკვე შემადგენლობა პარასკევს პარტიის ყრილობაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

ბიძნა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარე პოლიტსაბჭო ქართული ოცნება 2018-05-09
Tags ბიძნა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარე პოლიტსაბჭო ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

9 მაისს კომუნისტური სიმბოლიკა არ გამოიყენოთ – სუს-ის გაფრთხილება “სოციალისტურ საქართველოს”

შემდეგი სტატია

„ერთადერთი გამონაკლისი იყო „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც დაიცვა გიორგი მარგველაშვილი“

მსგავსი სტატიები

ვირუსისგან დამცავი სანიტარული საშუალებების არასწორი გამოყენება საფრთხეს ქმნის

ვირუსისგან დამცავი სანიტარული საშუალებების არასწორი გამოყენება საფრთხეს ქმნის

მაია ბარძიმაშვილი 21 აპრ 2020
კახა კახიშვილი: შეწყალების კომისიის წევრი შესაძლოა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც გახდეს

კახა კახიშვილი: შეწყალების კომისიის წევრი შესაძლოა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც გახდეს

19 აპრ 2018
„თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან გვქონდა პოზიტიური მსჯელობა“

„თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან გვქონდა პოზიტიური მსჯელობა“

17 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge