შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა და ბრალდებებს იმის შესახებ, რომ შსს ამ მიმართულებით აქტიურად არ მუშაობს, არ მიიღებს. ნათია მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ შსს-ს აქვს პოზიცია, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს.
„ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული ჯგუფები საუბრობენ იმასთან დაკავშირები, რომ თითქოს არსებობს შედარებით მავნე, ან ნაკლებად მავნე ან საერთოდ არამავნე ნარკოტიკული საშუალებები. ეს ადამიანები ამბობენ, რომ მაგ. „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებები ან თუნდაც „ჰეროინი“ არ კლავს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მსჯელობები, ისევე როგორც დაუსრულებელი საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, მხოლოდ და მხოლოდ ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას, ხელს უშლის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა. შსს- პოზიცია არის, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.
კომენტარები