შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ათი მსხვილი ნარკორეალიზატორის დაკავებასთან დაკავშირებით, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
„ოპოზიციაში ვიყავი და ამის მიუხედავად, ქვეყნის წარმატება ყოველთვის მიხაროდა.
მიხაროდა, ვანომ პოლიციის რეფორმა რომ დაიწყო, ქუჩაში რომ პატრულის მანქანები გამოჩდნენ, კოდუამ რომ წყალტუბოში ბარიგები აყარა და დასავლეთ საქართველოს ნარკოცენტრი მოშალა, კანონიერი ქურდები რომ ალაგმეს და კრიმინალი წელში გადატეხეს!
თქვენ რა გჭირთ? შსს-მ გუშინ ათი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა, რას იგესლებით? რა გაქილიკებთ?
მიმოიხედეთ, რამდენი თქვენი ახლობელია წამალდამოკიდებული და რამდენი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს!
თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვერდზე გადადეთ -ქვეყნის წარმატებაა ეს“,-წერს კილაძე.
https://www.facebook.com/eliso.kiladze/posts/1897051680345097
კომენტარები