NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

08 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 2137 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. 09:00 საათზე დაიწყო.

რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (registration.emis.ge) და 8 ივნისს დასრულდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

ცნობისთვის, პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, რომელიც 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ეს სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე, ასევე სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2018-2019 სასწავლო წლისათვის იმ მოსწავლეებსაც შეეძლებათ პირველკლასელად დარეგისტრირება, რომლებიც 16 და 17 სექტემბერს არიან დაბადებულები. სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზეზი ის გახდა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერი შაბათი, არასამუშაო დღეა, სწავლა კი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება.

კომენტარები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი კლასი რეგისტრაცია 2018-05-08
Tags განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი კლასი რეგისტრაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააგენტო: ვაჩეიშვილის მიერ ფიტარეთის ტაძარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

შემდეგი სტატია

„კლუბ BASSIANI / HOROOM-ზე არანაირი ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობა არ მიმდინარეობს“

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამია საპატრიარქოს პასუხობს: არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია

25 მაი 2018

14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის დედის თქმით, იაგო ნებიერიძე მისი შვილის საქმეში ფიგურირებდა

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018
ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge