ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსენსუსის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ჯერ კიდევ შეუთანხმებელი რჩება დოზებისა და დეკრიმინალიზაციის საკითხი.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი გარკვეული კონსენსუსის თვალსაზრისით, არის საკითხები, რომელთა ირგვლივაც შეთანხმება არის და ასეთი რამდენიმე საკითხია, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ცვლილებები და მათ შორის არის ზიანის შემცირების კუთხით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები.
საკითხი, რომელიც რჩება ჯერ კიდევ შეუთანხმებელი, ეს არის დოზების საკითხი, ეს არის დეკრიმინალიზაციის საკითხი ყველა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების და ამ საკითხზე არ არის ჯერ ერთ პოზიცია“,-განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები