ღამის კლუბების მენეჯერებმა კლუბ „ბასიანთან“ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ისმის მათი მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები, თითქოს კლუბების ტერიტორიაზე ხდება ნარკოტიკების გასაღება, რაც მათივე შეფასებით, არის აბსურდი. კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარგად იცის, რომ კლუბების ტერიტორიაზე ნარკოტიკების გასაღება არ ხდება.
„ადამიანები ნარკოტიკს მოიხმარენ საკუთარ სახლში, მანქანაში, თავშეყრის ადგილებში და ბუნებრივია, ძალიან უსაფუძვლოა ბრალდება, რომ ამაში კლუბი ან მისი თანამფლობელები არიან დამნაშავეები. შსს-ში ყველაზე კარგად იციან, რომ „ბასიანი“, მისი თანამფლობელები არ არიან არცერთ ნარკოტიკულ კარტელებში გარიგებულები, მათ არ შეუძლიათ წარმოადგინონ არცერთი ნივთმტკიცება, ბუნებრივია, ასეთი რამ არ არსებობს“,-განაცხადა კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა.
კომენტარები