NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელს ამზადებს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელს ამზადებს

08 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 952 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელი მზადდება,  – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა განაცხადა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ საქმის გამოძიება სრულყოფილად და ეფექტიანად წარიმართება.

„ჩვენ ვამზადებთ ინდივიდუალურ საჩივარს გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. იმედს გამოვთქვამთ, რომ გამოძიება იქნება სრულყოფილი და ეფექტიანი, არ გაჭიანურდება და ჩვენ არ მოგვიწევს საქართველოს წინააღმდეგაც საჩივრის შეტანა, თუმცა ამ ეტაპზე, ეს არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს. ჩვენი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება ეფექტურად და სრულყოფილად ჩაატაროს. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ საჩივარს, მზადების  ეტაპზეა“, – განაცხადა ავალიანმა.

ადვოკატის განცხადებით, ძალიან ბევრი კითხვაა ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ორ თვეზე მეტია გასული და ექსპერტიზის არც შუალედური და არც საბოლოო დასკვნა ცნობილი არ არის.

„რაც შეეხება ექსპერტიზას, ჩვენ არაერთი კითხვა გვაქვს. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა და ექსპერტიზის არც შუალედურ და არც საბოლოო დასკვნას არ ვიცნობთ. არ ვიცით რა მეთოდოლოგიით ტარდება ექსპერტიზა, ის, რომ გარეგნული დათვალიერების შესახებ და იმ დაზიანებებზე ექსპერტიზა თავიდანვე იყო ინფორმირებული და ამ დაზიანებებთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს,  რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამები იქნა და ამას მოჰყვა მისი გარდაცვალება. ძალიან მნიშვნელოვანია გარდაცვალების მიზეზების დადგენა და სახელმწიფოსგან იმ ფაქტის დადგენა ოფიციალურად, რომ არჩილ ტატუნაშვილი იქნა ნაწამები. ის, რომ შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა ტატუნაშვილს, ამის შესახებ მედიისგან გაიგო ოჯახმა სულ რაღაც სამი კვირის წინ და აქამდე არ იცოდა. ექსპერტიზის ბიურო ვალდებული იყო საქმის კურსში ჩაეყენებინა ოჯახი ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია დროულად ჩატარდეს ექსპერტიზა და მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დებს შედეგებს, რა შედეგებია, თუ ჭიანურდება, რატომ ჭიანურდება ან თუ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება ამასთან დაკავშირებითაც აგვიხსნან მიზეზები.

წამება, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, სისხლის სამართლის კოდექსში ეს დანაშაული არის. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება მოხდა არა გულის იშემიური უკმარისობის შედეგად როგორც ამას დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, არამედ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მოხდა მისი გარდაცვალება. სახელმწიფომ და ექსპერტიზის ბიურომაც წამების საკითხი უნდა წამოწიოს უფრო მეტად წინ და იმსჯელოს იმ დაზიანებებზე, რომელიც ტატუნაშვილს აღენიშნებოდა“, – განაცხადა ავალიანმა.

 

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი ექსპერტიზა რუსეთის ფედერაცია სტრასბურგის სასამართლო 2018-05-08
Tags არჩილ ტატუნაშვილი ექსპერტიზა რუსეთის ფედერაცია სტრასბურგის სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ”

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა

მსგავსი სტატიები

„ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი გამოკითხვაზე იმყოფებიან

„ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი გამოკითხვაზე იმყოფებიან

30 იან 2018
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა

24 ნოე 2017
„არჩევნებამდე 2 თვით ადრე იქნება ჩვენი მხრიდან დასახელებული კანდიდატი“

„არჩევნებამდე 2 თვით ადრე იქნება ჩვენი მხრიდან დასახელებული კანდიდატი“

07 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge