NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისში პირველი ელექტროავტობუსი ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

თბილისში პირველი ელექტროავტობუსი ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

08 მაი 2018 ახალი ამბები 345 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისში პირველმა ელექტროავტობუსმა დაიწყო მოძრაობა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის  პრეზენტაციას დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა. ავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს.

ტესტირების პროცესის მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიო  ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება.

„დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ხაზებზე დავტესტოთ. განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ. ასევე, ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე, ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე საქართველოში. წინასაარჩევნოდ მქონდა ამაზე საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელექტროავტობუსის პრეზენტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, გერმანული კომპანია EURABUS-ის გენერალური დირექტორი კრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და „ფრეგობასის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფრეგობასი“ გერმანულ კომპანიასთან – EURABUS და ჩინურ კორპორაციასთან – ZTE Corporation ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავს.   ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია.

კომენტარები

ელექტროავტობუსი თბილისის მერია კახა კალაძე სატესტო რეჟიმი 2018-05-08
Tags ელექტროავტობუსი თბილისის მერია კახა კალაძე სატესტო რეჟიმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში საჩუქრებია

შემდეგი სტატია

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრია

მსგავსი სტატიები

ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს

ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს

28 აგვ 2018

ახალციხეში ბავშვების მოწამვლის მიზეზი 3 დღეში გახდება ცნობილი

18 სექ 2017

პრემიერმინისტრი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს

სოსო ელისაშვილი 10 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

  • საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • თეა წულუკიანი: დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება

    თეა წულუკიანი: დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება

  • მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ

    მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ

  • ირაკლი იმნაიშვილი: ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება

    ირაკლი იმნაიშვილი: ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება

  • კახა კალაძე: A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება

    კახა კალაძე: A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge