რუსეთის მოსახლეობის 59%-ს თითქმის ყველა სფეროში სურს ცვლილებები, ხოლო 30%-ს – ზოგიერთ სფეროში. მხოლოდ 2% აცხადებს, რომ ცვლილებები არაა საჭირო და 9%-ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა. ასეთი შედეგები აჩვენა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ.
იგივე კვლევის თანახმად ვლადიმერ პუტინის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 82% აფასებს. როგორც ВЦИОМ-ის გენერალური დირექტორი ვალერი ფიოდოროვი აცხადებს, მოსახლეობა სწორედ ვლადიმერ პუტინისგან ელის ისეთ ცვლილებებს, რომელიც „წაადგება არა ვიწრო წრეს, არამედ რუსეთის ფართო მასებს“.
რაც შეეხება Левада-центр-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს, გამოკითხულთა 48% პუტინის მთავარ წარმატებად ქვეყნისთვის „დიდი ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს“ სტატუსის დაბრუნებას თვლის. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ პუტინმა ვერ შეძლო შემოსავლების სამართლიანი განაწილება უბრალო მოქალაქეებისთვის.
რუსულ ტელეკომპანია „დოჟდ“-სთან საბურისას პოლიტიკური კონიუქტურის კვლევის ცენტრის დირექტორი ოლეგ იგნატოვი აცხადებს, რომ იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც პუტინის ჩავარდნებს აღნიშნავს.
კომენტარები