„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს- აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში უკვე დაწყებულია. მისი თქმით, პარტია დაასახელებს ღირსეულ კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების მაღალი შანსები ექნება.
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში დაწყებულია, რაც შეეხება კანდიდატის დასახელებას, ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოს დასაწყისში საზოგადოებას წარვუდგეთ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ღირსეული კანდიდატურა იქნება და ექნება გამარჯვების მაღალი შანსი. 11 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე მოხდება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლება, ასევე ბიძინა ივანიშვილი იქნება არჩეული პარტიის თავმჯდომარედ, რაც შეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ჩვენ უკვე გუნდში მივიღებთ გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები