NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi – 2018-ის სპონსორია

პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi – 2018-ის სპონსორია

07 მაი 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 175 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi – 2018-ის სპონსორია. ღონისძიება 2018 წლის 8 მაისს სასტუმრო რედისონში გაიმართება.

პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ არდა არკუნმა ხაზი გაუსვა Caspian Energy Forum-ის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის კომფორტულ საკომუნიკაციო პლატფორმას.

„Caspian Energy Forum-ის ჩატარება თბილისში ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს შორის დიალოგს, ახალი კონტაქტების დამყარებას და ინოვაციური პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული ფორუმი უკვე მეორეჯერ ტარდება საქართველოში და პაშა ბანკს მიეცა საშუალება, ამჯერადაც იყოს მისი მხარდამჭერი – აღნიშნა არდა არკუნმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

ტელმან ალიევმა, ფორუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა პაშა ბანკს პარტნიორობისთვის. „მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი უკვე მეორედ არის Caspian Energy Forum-ის სპონსორი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას.“

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

Caspian Energy Forum Tbilisi-ის გახსნას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სამთავრობო კაბინეტის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები.

Caspian Energy Forum წელიწადში რამდენჯერმე ტარდება კასპია-შავი ზღვის და ბალტიის ქვეყნებში და წარმოადგენს კომფორტულ სივრცეს დიალოგისთვის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს შორის. მას ასევე ესწრებიან რეგიონში ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორები, ექსპერტები და ანალიტიკოსები. ფორუმს 500 დელეგატამდე დაესწრება, მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

ფორუმის სპიკერების და განრიგის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.caspianenergyforum.com.

[R]

კომენტარები

Caspian Energy Forum Caspian Energy Forum Tbilisi პაშა ბანკი 2018-05-07
Tags Caspian Energy Forum Caspian Energy Forum Tbilisi პაშა ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

შემდეგი სტატია

კიბერთავდასხმის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის

მსგავსი სტატიები

„დაიკითხება მოწმე, რომელიც იმყოფებოდა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე“

„დაიკითხება მოწმე, რომელიც იმყოფებოდა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე“

26 აპრ 2018
დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური ტურნე „პ ი ა ნ ი ნ ო“

დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური ტურნე „პ ი ა ნ ი ნ ო“

21 აგვ 2018
იზრდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს

იზრდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს

08 თებ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

  • საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

    საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge