NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

07 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 967 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაერო-ში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაზე საქართველოს საშინაო პოლიტიკისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და რუსეთთან მოლაპარაკების ორი ფორმატის შესახებ, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ელჩებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო, რომელიც აფხაზ და ოს ხალხთან ისტორიული ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გაეროს ელჩებმა დადებითად შეაფასეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს. საუბარი შეეხო გაეროს რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, რომელიც, მხარეების თქმით, დევნილთა ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და გაეროს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ვიზიტისას, ისინი დეტალურად გაეცნობიან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემატიკას.

შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გამახვილდა, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ირაკლი კობახიძემ ელჩებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის როლსა და ფუნქციებს აძლიერებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში პარლამენტის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს როლი. ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით ქვეყანაში ფართო კონსესუსია.

კომენტარები

გაერო ირაკლი კობახიძე შეხვედრა 2018-05-07
Tags გაერო ირაკლი კობახიძე შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

შემდეგი სტატია

პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi – 2018-ის სპონსორია

მსგავსი სტატიები

სოლოლაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

20 ოქტ 2017
ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც პილატესავით ხელებს იბანს, სად გაგონილა, ადამიანს საავადმყოფოზე უარს ეუბნებოდნენ

ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც პილატესავით ხელებს იბანს, სად გაგონილა, ადამიანს საავადმყოფოზე უარს ეუბნებოდნენ

ირაკლი შალიკაშვილი 05 ნოე 2021
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!

ნინო ჩხეიძე 19 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge