საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტით, იზრდება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სია. ამას “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტები იქნება: სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები; 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ორი და მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმრო), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების ობიექტის (რესტორანი) შენობა-ნაგებობები; 2000 მ2 და მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია; სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები; 500 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), თბო და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები; 1000 მ2 და მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები; მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე, ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს; სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა).
კომენტარები