NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ბერა ივანიშვილი: სწორედ ამ ბრალდებამ მაიძულა სტატუსის დაწერა

ბერა ივანიშვილი: სწორედ ამ ბრალდებამ მაიძულა სტატუსის დაწერა

06 მაი 2018 საზოგადოება 287 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კლუბი “ბასიანი” მას ეკუთვნის.

ბერა ივანიშვილი  განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კლუბი „ბასიანი“ მისი არასდროს ყოფილა. ამასთან,  ბერა ივანიშვილის თქმით, ის თანაუგრძნობს  ბოლო დღეებში დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

” ჩემი Facebook-ის გვერდზე უამრავი კომენტარი იწერება: პოზიტიურიც და ნეგატიურიც, კეთილის მსურველიც და კრიტიკულიც. ყველას აზრს გაგებით ვეკიდები და უკიდურესი ლანძღვისასაც კი ვცდილობ თავის შეკავებასა და შენდობას. მეგონა, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა უკვე დამაბრალეს და წაკითხული ან გაგონილი მქონდა, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს თუ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში დამადანაშაულებდნენ, ნამდვილად არ მეგონა. სწორედ ამ ბრალდებამ მაიძულა სტატუსის დაწერა.

მივმართავ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში. მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან. რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით – საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ.

მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ, რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება – ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.

და ბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება.

მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას.
მუდამ თქვენი ბერა”- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

TOP ბერა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი განცხადება 2018-05-06
Tags TOP ბერა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი განცხადება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის პატრიარქი ფილარეტი: …საქართველოს ადგილიც ევროპასა და ევროკავშირშია

შემდეგი სტატია

“ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი”- მეუფე იაკობი ეკლესიაში პრორუსულ ძალებზე

მსგავსი სტატიები

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გადახედოს

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გადახედოს

23 იან 2019
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა – დოკუმენტები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა – დოკუმენტები

26 მაი 2018
საპატრიარქო არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზე… დეკანოზი მამალაძე შეწყალებული იქნება, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს

საპატრიარქო არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზე… დეკანოზი მამალაძე შეწყალებული იქნება, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს

News 01 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge