NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

04 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 471 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარ ბ.ო.-ს მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი – 1984 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები განთავსდნენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში გაუწევენ.

გამოძიების ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა – 1973 წელს დაბადებული ბ.ო. ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

აღნიშნული ქმედება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რა დროსაც ნ.ა.-ს მეუღლის – 1984 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს მიერ ბ.ო.-სთვის დანით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლ.ბ.-ს ძმამაც, 1982 წელს დაბადებულმა შ.ბ.-მ.
მომხდარის შემდეგ, ისრაელის მოქალაქე, ამჟამად დაკავებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

გამოძიება ფიზიკური დაპირისპირება შიდა ქართლი შსს 2018-05-04
Tags გამოძიება ფიზიკური დაპირისპირება შიდა ქართლი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“საქართველოს ჰაერის ხარისხის დონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია”

შემდეგი სტატია

ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა და 7 პირი ამხილა

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე ჯეჯელავა: ვაშლის პროგრამა არ არსებობს, არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა

ალექსანდრე ჯეჯელავა: ვაშლის პროგრამა არ არსებობს, არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა

15 სექ 2017

„შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი“

24 დეკ 2017

IOC: რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაიშვება (ვიდეო)

05 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge