NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

04 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 457 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით 2017 წელს მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო (მთის კურორტი) მომსახურების შესყიდვას. არამართლზომიერი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა ყალბი მონაცემები შეიტანეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში, კერძოდ 179 000 ლარის ღირებულების საკურორტო მომსახურება თითქოსდა გაეწია 600 პირს, მაშინ როდესაც, გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში დაფიქსირებულ პირთა ნაწილს მომსახურება საერთოდ არ მიუღია, ხოლო ნაწილმა არასრული მოცულობით მიიღო.

აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 34 775 ლარს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, არ გადაამოწმეს ტენდერით გათვალისწინებული საკურორტო მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და არ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაწეული მომსახურების შესახებ, სადაც აშკარად იკვეთებოდა მონაცემების გაყალბების ფაქტი – ტენდერით გათვალისწინებული მომსახურებით მოსარგებლე პირთა ხელოვნურად გაზრდილი რაოდენობა და გაწეული მომსახურების მოცულობა. აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3, ასევე 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები

2018-05-04
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2018 წლის 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

შემდეგი სტატია

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა

მსგავსი სტატიები

შსს-მ ბოლო ერთ კვირაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ ბოლო ერთ კვირაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

28 ივნ 2018
„სასიხარულოა, რომ სახელმწიფოს შესწევს უნარი, უსმინოს თავის ხალხს“

„სასიხარულოა, რომ სახელმწიფოს შესწევს უნარი, უსმინოს თავის ხალხს“

20 სექ 2018
ტატუნაშვილის სამგლოვიარო პროცესიის გამო, თბილისში დედამიწის საათი აღარ გაიმართება

ტატუნაშვილის სამგლოვიარო პროცესიის გამო, თბილისში დედამიწის საათი აღარ გაიმართება

სოსო ელისაშვილი 24 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge