„ქართული მარშის“ წევრების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კარატაშვილის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ წევრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უცვლელი დარჩა.
მოსამართლის განცხადებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს შექმნიდა. მისი თქმით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი.
ფოტო: 1tv.ge
კომენტარები