NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეკა ბესელიამ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას 609-ჯერ მიმართა

ეკა ბესელიამ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას 609-ჯერ მიმართა

04 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 607 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკა ბესელიამ შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 609-ჯერ მიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 609-ჯერ მიმართა. წერილები 2012-2016 წლებშია გაგზავნილი. ინფორმაციას ამის შესახებ on.ge  პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიღებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბესელიას მიერ მიწერილი 608 წერილი ინდივიდუალური იყო, ერთი კი – ზაზა პაპუაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად.

2012 წლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით შეწყალების კომისიას 20-ზე მეტჯერ შეწყალებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა მანანა კობახიძემ (38), გედევან ფოფხაძემ (27), ლაშა თორდიამ (26), ჯონდი ბაღათურიამ (23) და დიმიტრი ლორთქიფანიძემ (22) მიმართეს.

იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მსგავსი შინაარსის წერილები გააგზავნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხვდნენ მოქმედი პარლამენტიდან ყველა პარტიის წარმომადგენლები.

ეკა ბესელია ამბობს, რომ შეწყალების კომისიას ბევრად მეტჯერ მიმართა, ვიდრე ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ On.ge-ს აცნობა.

„იმდენი წერილი, რამდენიც შემოსული არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წინა პარლამენტში, ახლა იურიდიულ კომიტეტშიც, ანუ ორივე ერთად, ყველაზე მეტი წერილი ამ კომიტეტებშია შემოსული და ზუსტად იმდენივეა გადაგზავნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩემი ინფორმაციით, 900-ზე მეტია, რაც კომიტეტის სახელით გაიგზავნა, არანაირი ფილტრაცია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომელიმე წერილი არ გავაგზავნოთ, იმიტომ, რომ კომიტეტი ვერ იღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას ასეთ საკითხზე, ამიტომ ავტომატურად, რეაგირებისთვის ყველა წერილი ეგზავნება ადმინისტრაციას და შეწყალების შესაბამის უწყებას, იმიტომ, რომ ასეთი წერილები კომიტეტში არ უნდა რჩებოდეს“,-განაცხადსა ბესელიამ.

კომენტარები

ეკა ბესელია მსჯავრდებულთა შეწყალებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალება 2018-05-04
Tags ეკა ბესელია მსჯავრდებულთა შეწყალებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტო: 4 – 7 მაისს საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

შემდეგი სტატია

პროკურატურამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

მსგავსი სტატიები

ჯეიკ ჯილენჰოლი ,,Calvin Klein”-ის სახე გახდა

06 ოქტ 2017
თუ მარტის ბოლომდე ხელისუფლებასთან შეთანხმება არ შედგება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაიწყებს

თუ მარტის ბოლომდე ხელისუფლებასთან შეთანხმება არ შედგება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაიწყებს

ირაკლი შალიკაშვილი 10 მარ 2021
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

ირაკლი შალიკაშვილი 10 იან 2020

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

    ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

  • ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

    ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

  • ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

    ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge